ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას.
„როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო. ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი!
არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!
საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.