საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებამდე ცეცხლი უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ უკრაინული მედია The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება.
კალასმა ახსენა 100-ზე მეტი რუსული დრონი, რომლითაც რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას შეუტია.
„ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მან ნამდვილად დათანხმდეს მშვიდობას და უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ ისინი უკრაინის დაბომბვას გამუდმებით განაგრძობენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკებები ვერ წარიმართება“, - თქვა მამ და მოსკოვი „თამაშში“ დაადანაშაულა.
ლონდონში მიმდინარე შეხვედრაში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.