"ძალა ევროპაშია! ძალა ერთობაშია!“, - რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს.
მსვლელობა დაიწყო მარჯანიშვილის მოედნიდანაც. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.
მსვლელობა დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. მარში დაიძა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდანაც. იქ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრები, აქციებისას დაკავებულების ოჯახის წვრები არიააბ შეკრებილი.
ასევე, მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით მიდიან ევროპის მოედნისკენ.
დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივლენ.