"ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით 7 საათზე ევროპის მოედანზე!', - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს, ევროპის დღის აღსანიშნავად მსვლელობები იგეგემება. 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან: საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში); მარჯანიშვილის მოედნიდან; რესპუბლიკის მოედნიდან და ავლაბრის მეტროდან.