საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა - ამ პოსტზე მან დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც რკინიგზის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან იყო.
შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში აისახა. 7 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დავით ფერაძე გათავისუფლდა და მისი ადგილი დაშა აბაშიძემ დაიკავა.
ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას მერობის დროს, მისი მოადგილე იყო. შემდეგ კი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე.