გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„მსოფლიოს არ შეუძლია ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების დაშვება,“ - განაცხადა გუტერეშმა.
ორშაბათს, გუტერეშმა განაცხადა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობამ „წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს“ მიაღწია.
მისი თქმით, მზადაა ორივე ქვეყანას დაძაბულობის განმუხტვისა და დიპლომატიის ხელშეწყობის კუთხით დახმარება შესთააზოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამხედრო გადაწყვეტა გამოსავალი არ არის“.
შეგახსენებთ, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პაკისტანში „ტერორისტულ“ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელა. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმას პაკისტანში 8 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. ამასთან, ინდოეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, პაკისტანის თავდასხმის შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში 3 ადამიანი დაიღუპა.