ნატო-ს გენერალურმა მდივანიმარკ რუტე წამოაყენა გამოვიდა ინიციატივით, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნაა.
მან ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ ხარჯები მშპ-ს 3.5%-მდე და დამატებით 1.5% გამოყონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო საჭიროებებისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ასეთი წინადადება აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გამარჯვება გამოაცხადოს, ისე, რომ ევროპულ ქვეყნებსა და კანადას ოფიციალურად არ აიძულოს, აიღონ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთული ვალდებულება, მშპ-ს 5% მხოლოდ სამხედრო საჭიროებებზე დახარჯონ“, - წერს გამოცემა.
ნატო-ს ამჟამინდელი თავდაცვის ხარჯები მშპ-ს სულ მცირე 2%-ია და მას ალიანსის 32 წევრიდან 22 ასრულებს.
თუმცა, ბევრი ლიდერი ამ ზღვარს არასაკმარისად მიიჩნევს, განსაკუთრებით უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
„ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ზუსტად რა შევა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების“ კატეგორიაში.
ოფიციალური პირების თქმით, ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, გზებისა და ხიდების განახლების ხარჯებს მძიმე სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის“, - წერს Reuters