კანონის შინაარსს არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ, უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა სახელმწიფოზე, რომელიც გარედან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოვისმინეთ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის ძალიან სამარცხვინო განცხადება, სადაც შეეხო ეკლესიას ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.