"ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს 30 დეკემბერს უპასუხებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული პარტიიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილი საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრებს ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებულ საკითხებზე.