საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 
30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.54 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6827 ლარი შეადგინა. 
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.17 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9080 ლარი გახდა. 
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 იანვარს ამოქმედდება.