იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატებისგან 400 Tomahawk-ის რაკეტის შესყიდვის კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გავრცელებული ცნობით, შეთანხმება გაფორმდა იაპონიის მისწრაფების ფონზე, გაზარდოს თავისი სამხედრო პოტენციალი რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად, კერძოდ, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად.
შეთანხმებას ტოკიოში მოაწერეს ხელი იაპონიის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა იაპონიაში.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს, რათა გაანადგუროს ძალები, რომლების შესაძლოა შეიჭრნენ იაპონიაში ადრეულ ეტაპზე.
შეთანხმების თანახმად, იაპონია რაკეტებს მიიღებს 2025-2027 წლებში.
ეს შესყიდვა განხორციელდა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის აგრესიული მანევრების ფონზე, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ფილიპინებსა და სხვა ქვეყნებთან.
ამასთან, იაპონია შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების გამო, რადგან ფხენიანი განაგრძობს ძალისხმევას ბირთვული და ბალისტიკური იარაღის განსავითარებლად.
Tomahawk-ი ამერიკული მრავალფუნქციური, მაღალი სიზუსტის, შორს მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც გამოიყენება სტრატეგიული და ტაქტიკური სამიზნეების გასანადგურებლად წყალქვეშა, წყალზედა, სახმელეთო და საჰაერო გაშვებისთვის.
2014 წელს რაკეტის სავარაუდო ღირებულება 1,45 მილიონი დოლარი იყო.