18 იანვარს შეერთებული შტატები კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც გახანგრძლივდა ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსება.
კანონპროექტი საშუალებას მისცემს მთავრობას, დროებითი დაფინანსება მიიღოს მარტამდე, რათა თავიდან აიცილოს დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“.
ძალაში შესასვლელად კანონპროექტს ხელი უნდა მოაწერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საქმიანობის გარკვეული სფეროების დასაფინანსებლად დროებითი ზომები უკვე მესამედ გაგრძელდა.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ამ შეთანხმების მიღწევისთვის დიდი დრო დასჭირდათ. დღეს კი სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ახარა ამერიკელებს, რომ მთავრობა შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.
თუმცა ჯერ კიდევ რჩება გადაულახავი წინააღმდეგობა, რომელიც ეხება უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და მექსიკიდან უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა.
დემოკრატები, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობით, მოუწოდებენ წარმომადგენელთა პალატას, დაამტკიცოს დაფინანსება უკრაინისა და ისრაელისთვის, სანაცვლოდ რესპუბლიკელები მოითხოვენ, გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა.
ეს საკითხები აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 იანვარს კონგრესის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განიხილა. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესის წარუმატებლობა ამ სფეროში „ემუქრება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ნატოს და დანარჩენ თავისუფალი სამყაროს“.