არაბეთის ზღვაში, ადენის ყურეში „ჰუსიტებმა“ ამერიკული კომპანიის კუთვნილ ტანკერ Chem Ranger-ს ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ სოციალურ ქელში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა წერს. „ეკიპაჟმა დაინახა, რეკეტები, რომლებიც ხომალდის სიახლოვეს წყალში ჩავარდა. დაშავებულების ან ხომალდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხომალდმა მოძრაობა გააგრძელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ინციდენტი 18 იანვარს, საღამოს მოხდა. ტანკერი Chem Ranger-ი მარშალის კუნძულების დროში ქვეშ ცურავდა, მის მენეჯმენტს ბერძნული კომპანია ახორციელებდა.
მანამდე, 17 იანვარს, აშშ-ის საჰაერო ძალებმა 14 რაკეტა გაანადგურა, რომლებიც „ჰუსიტების“ კონტროლირებად იემენის ტერიტორიაზე იყო განთავსებული და მათი გაშვება მზადდებოდა.