დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ როსტისლავ შურმამ განაცხადა, რომ უკრაინა მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართვას კიევიდან და ლვოვიდან ავიამიმოსვლის აღსადგენად.
”ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს ამის განსახორციელებლად,” - თქვა შურმამ და აღნიშნა, რომ სანდო ლოგისტიკური და სატრანსპორტო კავშირების არსებობა, განსაკუთრებით საჰაერო მიმოსვლისას, საკვანძო ფაქტორია ქვეყნის ბიზნესისა და საინვესტიციო საქმიანობისთვის.
მისი თქმით, ფრენებისთვის აღსადგენად განიხილება კიევისა (ბორისპოლის) და ლვოვის აეროპორტები, თუმცა ძირითადი ფოკუსი კეთდება კიევის ბორისპოლის აეროპორტზე.
ზაფხულში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ვადებთან დაკავშირებით შურმას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღები და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია საერთაშორისო პარტნიორების, მარეგულირებლებისა და სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებებზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წარმატება ასევე დამოკიდებულია ფრენების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობენ ისრაელელ კოლეგებთან ამ სფეროში მათი გამოცდილების შესასწავლად.