აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავდაცვის ბიუჯეტის პოლიტიკის კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
886 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტი უზრუნველყოფს სამხედროებისთვის მაღალ ანაზღაურებას ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, აძლიერებს აშშ-ის პოზიციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა შეაჩეროს ჩინეთის ქმედებები.
კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.
კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 3 100 გვერდისგან შედგება, მოიცავს უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებას, ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის დახმარებასაც.
კანონპროექტი, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღეს.