კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, დღეს რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში უკვე მეოთხედ გამოცხადდა. მისივე თქმით, რომ რუსეთი არ ჩერდება და კიევის რეგიონის წინააღმდეგ რაკეტებით შეტევას განაგრძობს.
როგორც კრავჩენკომ აღნიშნა, დაშავებულები არ არიან. ასეე არ დაფიქსირებულა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება და განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევების ჩამოვარდნა.
კრავჩენკომ მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალების ხმა და სოციალურ ქსელებში არ გაავრცელონ ნამსხვრევების ჩავარდნის ადგილები.
ასევე რუსეთი დღეს ხმელნიცკის რეგიონს თავს დაესხა კინჟალის აერობალისტიკური რაკეტებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.
მთელ უკრაინაში, დღეს, 14 დეკემბერს, საჰაერო განგაშის ხმა უკვე მესამედ გამოცხადდა რუსეთში აერობალისტიკური რაკეტა კინჟალის პოტენციური მატარებლის გამოჩენის გამო.
რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მიგ-31კ-ის ტიპის გამანადგურებელი სავასლეიკის აეროდრომიდან აფრინდა.