რუსეთის საოკუპაციო ძალები ოდესის რეგიონს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დშავებულები.
აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტომობილსა და სამეურნეო შენობას. ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე 11 შენობა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონის წინააღმდეგ თავდასხმა დრონებით განახორციელეს. განგაშის სიგნალების ხმა 6 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.