უდავოა, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია. როგორც ვილნიუსში ვთქვით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ომი გაიმარჯვებენ.
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს იმით, თუ რამდენად ძლიერი და ერთიანია ნატო.
„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის, ვილნიუსში შვიდეულის ლიდერებს და ხაზი გავუსვით უკრაინის გრძელვადიანი დახმარების აუცილებლობას. ამიტომ, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.