თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაპირისპირებული მხარეები პარტიაში გავლენების მოპოვებისთვის იბრძვიან და ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება.
„რა პროცესებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, შიდა დაპირისპირებაა. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის. რეალურად, ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს, მათი მმართველობა, რაც სამაგალითოა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს ოპოზიციაში არიან და საჩვენებლები არიან, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ასე მგონია, მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება თუმცა, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და ამით უნდა ვიყოთ დაკავებულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.