ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა. იუწყება BBC
გათავისუფლებულ პალესტინელებს შორის 24 ქალი და 15 მოზარდია. ისინი ისრაელის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის იმყოფებოდნენ. მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის და ქვის სროლისთვის.
გათავისუფლებული პალესტინელები უკვე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებიან.
მანამდე „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია.