ლომი, რომელიც იტალიის ქალაქ ლადისპოლის ქუჩებში დასეირნობდა, დაიჭირეს.
11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცირკიდან გაქცეული ლომი სახელად კიმბა ქალაქის ქუჩებში დააფიქსირეს.
კიმბა გაქცევიდან ხუთი საათის შემდეგ დაიჭირეს.
დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს, როგორ მოახერხა ლომმა ცირკიდან გაქცევა.
ცირკის მფლობელის თქმით, კიმბა თავს კარგად გრძნობს.
კიმბას ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.