ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ჯარები მოქმედებდნენ ქალაქ ღაზის ალ შათის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც რამდენიმე საბრძოლო შეტაკებების შედაგად უამრავი ტერორისტი მოკლეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები აღმოაჩინეს და მათ ევაკუაციას ახორციელებდნენ, როდესაც „ჰამასის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ევაკუაციის მარშრუტის დასაცავად, ისრაელის არმიამ ტერორისტების ლიკვიდაციის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნა და ტანკების გამოყენებით ტერორისტები გაანადგურეს. საბოლოოდ, ისრაელელმა სამხედროებმა მოსახლეობის გამოყვანა მშვიდობიანად შეძლეს.