ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი მთავრობის წევრის კომენტარები „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ "რეალობას არის მოწყვეტილი". მისი თქმით, ისრაელი და ისრაელის შეიარაღებული ძალები მკაცრად მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და თავს არიდებენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას.
იერუსალიმისა და მემკვიდრეობის საქმეთა მინისტრმა ამიჰაი ელიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული დარტყმა "ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია".
Haaretz-ის ცნობით, რადიოინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზას 100 პროცენტით მშვიდობიანი მოსახლეობა არ ჰყავს. მან ასევე დაამატა, რომ სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება "მარცხი" იქნება.
„ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობაში. ჩვენ ასე გავაგრძელებთ გამარჯვებისკენ მიმავალ გზას“, - თქვა ნეთანიაჰუმ განცხადებაში.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ელიაჰუს საქმიანობაბ განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა.