ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს და მას ღაზას სექტორში კაცობრიობის წინააღმდგ ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებს.
„ეს არის დაგმობა ისრაელის აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო შეტევისა, რომელიც განხორციელდა ღაზის სექტორში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბოლიოვიის საგარეოპ საქმეთა მინსიტრის მაოდგილემ ფრედი მამანმა.
ბოლივიამ მანამდე 2009 წელსაც გაწყვიტა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა 2020 წელს აღადგინა.
ამასთან, კოლუმბიამ და ჩილემ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს.
ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ გმობს ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას.“
კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს განცხადებით კი, თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, კოლუმბიის წარმომადგენლები იქ ვეღარ დარჩებიან.