რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ და დასავლეთის სპეცსამსახურებმა "გავლენა მოახდინეს" 29 ოქტომბერს მაჰაჩყალაში ანტისემიტურ თავდასხმებზე.
პუტინმა აღნიშნა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტში არეულობები "ინსპირირებული იყო სოციალური ქსელების საშუალებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლეთის სპეცსამსახურების ხელით".
მისი თქმით, კიევი, დასავლელი მფარველების ხელმძღვანელობით, ცდილობს რუსეთში "თავდასხმების წახალისებას".
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ იმის გამო, რომ „წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლის ველზე, ცდილობს რუსეთი შიგნიდან დაასუსტოს“.