სერიალ „მეგობრების“ (Friends) ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოცემა Los Angeles Times-ის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.
მეთიუ პერის მსოფლიო პოპულარობა სერიალ „მეგობრებში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა. სერიალი 10 სეზონის განმავლობაში გადიოდა. პერიმ 234-ვე ეპიზოდში ითამაშა. მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო კომედიურ სერიალში საუკეთესო როლისთვის.