ამერიკის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რობერტ ქარდი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.
არსებული ინფორმაციით, ქარდი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს.
რობერტ ქარდი ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორი იყო და აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობდა. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
25 ოქტომბერს მეინის შტატში, ქალაქ ლევისტონში 40 წლის მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა რესტორანში და ბოულინგის დარბაზში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც დაიღუპა 18 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა.