ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში.
მისი ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ.
მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარე რაიონებზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთით.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დანაყოფები ღაზის სექტორში შეზღუდული მასშტაბების რეიდებს ატარებდნენ.
ჰაგარმა კვლავ მოუწოდა პალესტინელების სამხრეთით ევაკუაციისკენ.