ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში „ჰამასის“ მიერ გაშვებული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი. ამის შესახებ ისრაელის მედიაიტყობინება .
Times of Israel-ის ცნობით, ერთმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, ორს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ აიღო.
ნახევარი საათის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქალაქზე ახალი იერიში დაწყებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები ისევ ისროლა. ერთი რაკეტა თელ ავივის პარკში ჩავარდა.