ისრაელი აწარმოებს ომს “ჰამასის” წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია და დამნაშავეაგენოციდში, პალესტინელი ხალხი არ არის ისრაელის სახელმწიფოს მტერი.
ამის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ჩატარდა.
„აქ დამსწრე ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენ განვიხილავთ კონფლიქტის მორიგ რაუნდს ახლო აღმოსავლეთში, მორიგ დავას ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ცდება. 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას და იმას, რაც მას მოჰყვა არაფერი აქვს საერთო პალესტინელებთან. ეს არანაირად არ უკავშირდება არაბულ-ისრაელის კონფლიქტს ან პალესტინის საკითხს. ეს არ არის ომი პალესტინელებთან. ისრაელი ომს მხოლოდ ჯიჰადისტური, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ აწარმოებს, რომელმაც გენოციდი ჩაიდინა“, - თქვა ისრაელელმა დიპლომატმა გაეროს ტრიბუნიდან.