გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე - 114 მილიონამდე გაიზარდა.
გაეროს ლტოლვილთა საქმეთა სააგენტომ (UNHCR) განაცხადა, რომ ლტოლვლების ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა 2023 წლის პირველ 6 თვეში, გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომით, ასევე კონფლიქტებით სუდანში, მიანმარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
„ამაჟამად და სრულიად სამართლიანად მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში. თუმცა მთელ მსოფლიოში ვრცელდება და მწვავდება ძალინ ბევრი კონფლიქტი, რომელიც ანადგურებს უდანაშუალო ადამიანების ცხოვრებას და აიძულებს მათ დატოვონ თავიანთი სახლები“, - განაცხადა UNHCR-ის ხელმძღვანელმა ფილიპო გრანდიმ.
მან საერთაშორისო თანამეგობრობა დაადანაშაულა უუნარობაში თავიდან აიცილოს კონფლიქტები და მოუწოდა მეტი თანამშრომლობისკენ, რათა შეწყდეს ძალადობა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.
2023 წლის პირველ ნახევარში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თითქმის მესამედი მხოლოდ სამი ქვეყნიდან იყო: უკრაინიდან, ავღანეთიდან და სირიიდან.