აშშ-ის თავდაცვის დეპარატმენტის პრესსპიკერის პატრიკ რაიდერის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდა შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ესკადრილია, რომელიც F-16 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.
როგორც მან მანამდე განაცხადა, სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.
რაიდერის განცხადებით, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას. მისი დისლოკაციის კონკრეტულ ადგილი არ სახელდება
პენტაგონის პრესსპიკერის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში ასევე აგზავნის ჯარისკაცებს და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს რეგიონში ავსტრალიელი მოქალაქეების მიმართ მზარდი შეშფოთებისა და ვითარების მოსალოდნელი გაუარესების ფონზე.
ორი C-130J Super Hercules ემატება C-17A Globemaster-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავს და KC-30-ის საჰაერო ტანკერს, რომლებიც უკვე ახლო აღმოსავლეთში არიან. ამის შესახებ განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა.