გერმანიის ქალაქ დუისბურგში დააკავეს 29 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე ტერაქტის მომზადებაში.
დაზვერვის ინფორმაციით, მამაკაცი მიტინგზე ტერორისტულ თავდასხმას სატვირთო მანქანის გამოყენებით გეგმავდა.
Bild-ის ცნობით, 2013 წლის ბოლოს, კაცი თურქეთის გავლით სირიაში წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ამის შემდეგ 2017 წელს გერმანიაში დაბრუნდა, სადაც დუსელდორფში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის ამოწურვის შემდეგ კი, გაათავისუფლეს.
ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცველები არკვევენ ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.