ისრაელის პრეზიდენტმა იცჰაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მზად არ არის ისაუბროს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის განხორციელებაზე, ვიდრე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ ბრძოლა მიმდინარეობს. იუწყება Sky News
ჰერცოგმა უარყო ბრალდება, რომ ისრაელის იერიშები ღაზის წინააღმდეგ არაპროპორციულია სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და განაცხადა, რომ ისრაელს არ აქვს სხვა არჩევანი „ჰამასის“ განადგურების გარდა.
„ჩვენ რეალისტური მიზნები გვაქვს. ვამბობთ, რომ გვინდა „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ. ვფრთხილობთ. გავიდა უკვე ორი კვირა და არ ჩაგვიტარებია ოპერაცია ადგილზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვფრთხილობთ“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, რა ბედი ეწევა ღაზას, თუ ისრაელი „ჰამასს“ გაანადგურებს, ჰერცოგმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა მიიღოს.
ჰერცოგმა არ ისურვა პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო შექმნის შესახებ.
„რეალობა განადგურებულია. ხალხი თავის თავს ეკითხება შესაძლებელია კი ეს? შევძლებ კი, ვაპატიო მეზობელს, რომელსაც სურს ჩემს შვილებ თავები მოკვეთოს? შესაძლებელია ეს? მე არ ვისაუბრებ ამაზე {ორი სახელმწიფოს შესახებ}, ახლა, როდესაც ჩემი ერი სისხლისგან იცლება და იტანჯება. მე ყოველთვის ვფიქრობ, რა ხედვა უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, რეგიონში ისრაელის ჩართულობის. ამ პროცესის ფარგლებში ჩვენ უნდა მოვნახოთ შემდგომი ცხოვრების შესაძლებლობის გზები პალესტინელებთან, მაგრამ არა მას შემდეგ, როცა ის იზეიმს რამდენიმე ათასი ისრაელელის მკვლელობას თანამედროვეობის ყველაზე საზარელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.