გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მათი სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები, მათ შორის გვირაბები, სადაც „ჰამასის“ ტერორისტები ცხოვრობენ, ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები იმალებოდნენ, ასევე საგუშაგოები.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმადარტყმები მიაყენეს სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნ და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ დანადგარებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მანამდე „ჰამასის“ და პალესტინის მედიის ცნობით, აფეთქებები მოხდა ღაზას სექტორში რამდენიმე საავადმყოფოსთან. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.