ისრაელმა, „ჰეზბოლას“ მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციის შესახებ განაცხადა.
მანამდე ისრაელმა მოსახლეობა ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე 28 დასახლებული პუნქტიდან გაიყვანა. გასულ კვირას კი ქალაქ კირიათ შმონიდან ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
ევაკუირებულ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ როგორც ებრაელები, ისე არაბები. ევაკუაცია ასევე შეეხება უცხოელებს, რომლებიც ამ დასახლებულ პუნქტებში მუშაობენ.
გასულ ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისარელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. საპასუხოდ ისრაეილის საჰაერო სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა დარტყმა მიაყენეს სამხედრო ობიექტს, საიდანაც რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები განახორციელეს „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზეც.