ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰამასის" მებრძოლებს ღაზაში მძევლად, სავარაუდოდ, 212 ადამიანი ჰყავთ აყვანილი.
ისრაეილის თავდაცვის ძალების სპიკერის, ადამ დანიელ ჰაგარის თქმით, მძევლების ოჯახები ინფორმირებულები არიან.
მისივე თქმით, მძევალთა მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაკარგულთა შესახებ ეტაპობრივად ახალ ინფორმაციებს იღებენ.
20 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი - დედა და მისი 17 წლის ქალიშვილი გაათავისუფლა. ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ რამდენიმე მძევალი ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს დაიღუპა.