უკრაინელმა ჯარებმა რუსული ძალებს რობოტინოს დასავლეთ გარეუბნიდან (ორეხოვის სამხრეთით 10 კმ). უკან დაახევინეს. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) უკრაინელ სამხედრო ექსპერტ კონსტანტინ მაშოვეცზე დაყრდნობით თავის მორიგ ანგარიშში წერს.
21 ოქტომბერს უკრაინის ჯარმა კონტრშეტევითი მოქმედებები გააგრძელეს ბახმუტთან და ზაპოროჟიეს ოქლის დასავლეთით.
რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებდნენ შეტევას რობოტინო-კოპანისა და რობოტინო-ნოვოპროკოპოვკას ხაზებზე. მათი თქმით, უკრაინული ძალები ნოვოფედორივკადან დასავლეთით (ორეხოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 21 კმ) დაწინაურდნენ და დასახლებიდან 6 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.
მაშოვეცის ცნობით, რუსეთის 247-ე საჰაერო სადესანტო პოლკის (მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზია) ნაწილებმა რამდენიმე ასეული მეტრით უკან დაიხიეს ნოვოფედოროვსკისკენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოიგერიეს უკრაინის სამი თავდასხმა ივოვოის მახლობლად (რობოტინოდან აღმოსავლეთით 10 კმ).