ხარკოვის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაღუპულია 6 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რაკეტა „ახალი ფოსტის“ ტერმინალს ესროლეს.
ტერმინალის ტერიტორიაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ტერმინალის თანამშრომლებმა თავშესაფარში გადასვლა ვერ მიასწრეს, რადგან განგაშის სიგნალი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაირთო.
"ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტია. სამწუხაროდ გვყავს დაღუპულები. ვუსამძიმრებ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით , "ტერორისტ-სახელმწიფოზე წნეხი უნდა გაიზარდოს და რუსულ ტერორს ყოველდღიური პასუხი უნდა გასცენ ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატებით".