აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთოებისათვის.
„მე ვიცი, რომ ეს კონფლიქტები, შესაძლოა, შორს ჩანდეს. ბუნებრივია შეკითხვა: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამერიკისთვის?
ისრაელისა და უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები და დიქტატორები არ იხდიან ფასს, ისინი უფრო მეტ სიკვდილს და ნგრევას იწვევენ", - წერს ბაიდენი Twitter-ში.