აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თელ ავივში გაემგზავრა.
ამერიკის პრეზიდენტი იორდანიაში ეგვიპტელ და პალესტინელ ლიდერებთან ერთად სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა ღაზის ცენტრში საავადმყოფოს აფეთქების გამო იორადიინის მეფემ აღნიშნული სამიტი გააუქმა. შესაბამისად, ბაიდენი ახლა მხოლოდ თელ ავივს ეწვევა.