აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ უნდა განადგურდეს.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უნდა მოიძებნოს გზები პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად. მან ირანი და „დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გააფრთხილა არ ჩაერიონ კონფლიქტში.
შეკითხვაზე მიაჩნია თუ არა მას, რომ „ჰამასი“ სრულად უნდა განადგურდეს, ბაიდენმა თქვა: „დიახ მიმაჩნია. მაგრამ უნდა იყოს პალესტინის ადმინისტრაცია. უნდა მოიძებნოს გზები პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად“.
ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იპოვონ და გაათავისუფლონ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლები.
სახელმიწფო დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლულია აშშ-ის 30 მოქალაქე, 13 კი დაკარგულად არის მიჩნეული, შესაძლოა, ისინი „ჰამასის“ მებძროლებს მძევლებად ჰყავდეთ აყვანილი.