აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეაჩერა.
მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები, დებენ იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები იშლებიან, ამავდროულად, ყველა იარაღს და მძიმე ტექნიკა აბარებენ.
ბაქოში აცხადებენ, რომ პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით.