ირანელი რეჟისორი საიდ რუსთაი და პროდიუსერი ჯავად ნორუზბეგი ხელისუფლების ნებართვის გარეშე კანის კონიფესტივალში მონაწილეობისათვის და ოპოზიციური განწყობების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ იუწყება The Guardian
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე კინემატოგრაფისტი საპატიმროში მხოლოდ ცხრა დღეს გაატარებს, სასჯელის დარჩენილ ვადას კი ხუთი წლით შეაჩერებენ. ამ დროის განმავლობაში მათ ეკრძალებათ პროფესიული საქმიანობა და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება.
საიდ რუსთაი 1989 წელს თეირანში დაიბადა. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მან რამდენიმე სურათი გადაიღო, მათ შორის „სიცოცხლე და ერთი დღე“, დამოკიდებულნი“ და „ლეილას ძმები“, რომელიც კანის კონოფესტივალზე იყო წარმოდგენილი.
კინოსურათი „ლეილას ძმები“ თეირანელი ოჯახის ისტორიაა, რომელიც ებრძვის ფინანსურ სირთულეებს და დღიდან დღემდე თავი ძლივს გააქვს. ფილმის ჩვენება ირანში აკრძალული იყო. კანის კინოფესტივალზე 2022 წელს ფილმმა კონოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი აიღო.