ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 25 და დაშავდა რვა ადამიანი.
შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა.
პოლიციის განცხადებით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტობუსი გზის გამყოფ ნაწილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტობუსს, წინასწარი დასკვნის მიხედვით, პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.