უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ.
როგორც ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა "მთავარ არხს” განუცხადა, მალხაზ კვიჟინაძე ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა.
„ჩვენ ვიბრძვით ლისიჩანსკის მიმართულებით. ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისიდან {იყო}. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს 4 შვილის მამა იყო. პატრიოტი ბიჭი, ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან, გამოცდილი სამხედრო. ომის დაწყების დღიდან ერთად შემოვედით, ერთად ვიბრძოდით. ერთი პერიოდი ზარინით იყო მოწამლული", - თქვა ქართველმა მებრძოლმა.