რუსეთი წააგებს ომს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებული იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი არმია წინა ხაზზე აწყდება სასტიკ წინააღმდეგობას. რადგან რუსეთისთვის უკრაინაში ამ კამპანიის წაგება ნიშნავს ფაქტობრივად ომის წაგებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საერთო ჯამში ფრონტიდან ცნობები დადებითია, თუმცა ამის რთულად მისაღწევი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კონტრშეტევა, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს არამხოლოდ ოკუპირებული მიწების დაბრუნებისთვის, არამედ მოკავშირეების დახმარების შენარჩუნებისთვისაც, რომელიც შესაძლოა შესუსტდეს ბრძოლის ველზე შესაძლო სირთულეების გამო.
12 ივნისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპანტებისგან შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს: ლობკოვოე, ლევადნოე, ნოვოდაროვკა, ნესკუჩნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა და ბლაგოდატნოე.
13 ივნისს, ნატო-ს გენერალურმა მდვანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის კონტრშეტევის პირველი წარმატებების შესახებ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონტრშეტევითი მოქმედებები მძიმე და სისხლისმღვრელი იქნება.