უკრაინის დამცველები განაგრძობენ წინსვლას დონეცკის ოლქში. ოდესელმა საზღვაო ქვეითებმა განაცხადეს, რომ კონრეშეტევის ფარგლებში გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის დასახლება სტოროჟევოე. დასახლებული პუნქტი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტის შემდეგ იმყოფებოდა.
„დასახლებული პუნქტის გაწმენდის შედეგად განადგურდა 50-მდე რაშისტი, ოთხი ტყვედ ავიყვანეთ. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ აღიმართება სტოროჟევოეს თავზე და ასე იქნება ყოველ დასახლებულ პუნქტში, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“, - ნათქვამია საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეული ბრიგადის განცხადებაში.
დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ასევე დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ. მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითებს და აღნიშნა, რომ მთელი უკრაინული მიწა გათავისუფლდება.
„სახელმწიფო დროშა კვლავ აღიმართება სტოროჟევოეს თავზე და ასე იქნება ყოველ დასახლებულ პუნქტში, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინის მიწას. მადლობა საზღვაო ქვეითების 35-ე ცალკეულ ბრიგადას. გაგრძელება იქნება“, - განაცხადა ანა მალიარმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია დონეცკის ოლქში, დასახლებული პუნქტების - ბლაგოდატნოესა და მაკაროვკას გათავისუფლების შესახებ.