სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამოძიება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხდა.
მისი თქმით, ამ დღეებში ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები.
„ამ დღეებში ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები. კატასტროფის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში გაგზავნა შესაბამისი მიმართვა ამ კატასტროფის გამოძიებასთან დაკავშირებით და სამუშაო უკვე დაწყებულია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა ცხადად ნახონ რუსეთის ტერაქტის შედეგები და გაიგონ, რომ რუსული ტერორი გრძელდება. გრძელდება მაქსიმალურად ცინიკურად და დატბორილი ტერიტორიების სასტიკი დაბომბვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას. „ჩვენი ყველა სამართალდამცველი და სხვა ინსტიტუტები მაქსიმალურად ჩართული არიან ამ პროცესებში. დაზარალებულ ტერიტორეიბთან, თვითმხილველებთან, ყველანაირ ინფორმაციასთან და მტკიცებულებებთან არსებობს სრულყოფილი წვდომა. ეს გამოძიება ძალიამ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსი ტერორისტებისა და თავად ტერორისტი -სახელმწიფოს სრული და სამართლიანი პასუხისმგებლობა - აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მსოფლიოში მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.