ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ტვიტერში წერს.
„ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის რეგიონში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებული, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება. ეს იქნება ომის კიდევ ერთი დანაშაული. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, – წერს ბორელი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის რაიონი მას შემდეგ დაბომბეს, რაც 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონში იმყოფებოდა.